რეზონანსი
31.07.2018

 (რეზონანსი) ოჯახი 48 წლის ესმა შარტავას 28 ივლისიდან ეძებს. როგორც გაუჩინარებული ქალის ნათესავებმა განაცხადეს, შარტავას კუთვნილი ავტომობილი გრიგოლეთში, ზღვის ნაპირთან იპოვეს, ქალი კი გაუჩინარდა.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, რადგან აფხაზეთიდან დევნილ ქალს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და სამტრედიიდან გრიგოლეთში, ნათსავებთან სწორედ ამის გამო აფარებდა თავს.

შარტავას ახლობლები არც იმას გამორიცხავენ, რომ ქალი ვალების გამო გაიტაცეს, ამიტომ პოლიციას დახმარებას სთხოვენ. როგორც მათ „ნიუპოსტთან" განაცხადეს, სამართალდამცავები სამძებრო ღონისძიებებში პირველივე დღიდან ჩაერთნენ. გამოძიება კი სისხლის სამართლი კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×