რეზონანსი
31.07.2018

 (რეზონანსი) რუსულმა გამოცემამ „მასკოვსკი კომსომოლეცმა" სტატია მიუძღვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებაზე.

"სად ქართველი და სად მარიხუანა?" - სტატია ამ სათაურითაა გამოქვეყნებული, გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ ისმაილ აღაკიშევის აზრით, საეჭვოა, ამგვარი გადაწყვეტილება ქართველთა მენტალიტეტს შეესაბამებოდეს.

"არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მთელ მოსახლეობაში დადებითი გამოძახილი ექნება, უფროსი თაობა ნეგატიურადაა განწყობილი და გმობს მარიხუანას მოხმარებას ახალგაზრდებში. არავის სურს, რომ მისი ვაჟი ან გოგონა სიგარეტს ეწეოდეს, ნარკოტიკის მოხმარებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც ჩანს, ქვეყნის ხელისუფლებას ამით სურს დასავლეთს აჩვენოს ქართველი საზოგადოების დემოკრატიულობა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს უფრო პოპულისტური ხასიათის ნაბიჯს წარმოადგენს", - განაცხადა პოლიტოლოგმა "მოსკოვსკი კომსომოლეცთან" საუბრისას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×