რეზონანსი
31.07.2018

 (რეზონანსი) „სულელური ჩანაწერი კანონში" - ასე უწოდა "გირჩის" ლიდერმა რეგულაციას, რომელიც მას უკრძალავს საკუთარი პარტიიდან მიიღოს საპრეზინდეტო არჩევნებზე მონაწილეობა.

პარტია, რომელსაც წინა არჩევნებზე რეგისტრაცია არ გაუვლია უფლება არა აქვს საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს. ამიტომაც, ზურაბ ჯაფარიძე, შესაძლოა, საინიციატივო ჯგუფმა დაასახელოს და არა „გირჩმა".

„ახლა ვარკვევთ რეგულაციის საკითხებს და მხოლოდ ამის შემდეგ დავაყენებთ კანდიდატურას ოფიციალურად" - აღნიშნა ჯაფარიძემ.

„გირჩმა" უკვე მეორედ მოიგო სარჩელი.

პირველად, 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი. მაშინ მან მოსარჩელე გივი შანიძის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას „გირჩი" უწევდა.

დღემდე მოქმედი კანონით, ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი 500 ლარის ითვალისწინებდა. სწორედ ეს ნორმა იქნა გაუქმებული.

„ახლა ვითარება კაზუსურია, მარიხუანას მოხმარება - მხოლოდ მოხმარება და არა მასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები - განთავისუფლებულია და ადმინისტრაციულ სასჯელს აღარ ითვალისიწინებს და მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს აკრძალული ამ მცენარის დარგვა? ასე რომ, პარლამენტს მოუწევს გადახედოს რეგულაციებს".

მისი თქმით, ვისაც მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმა უკვე გადახდილი აქვს, მასზე ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს, თუმცა, თუ ვინმეს დარჩენილი ჰქონდა ჯარიმა, ხალხს რომ უჭირს, ნაწილ-ნაწილ იხდიდა, მას ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს.

„გასაგებია, რომ მძღოლი ფხიზელი უნდა იყოს, ის არც ღვინის და არც სხვა რაიმე ნივთიერების თრობის ქვეშ არ უნდა იყოს, თუმცა, უიკენდზე რომ დალიოს, ან მოწიოს, ეს არავის საქმე არ შეიძლება იყოს. კერძო სექტორი თავად განსაზღვრავს ამ რეგულაციებს, ისევე, როგორც სახელმწიფო. გასაგებია, რომ არის პროფესიები, სადაც ადამიანს ყურადღება არ უნდა ჰქონდეს გაფანტული და ის არაფრის თრობის ქვეშ არ უნდა იყოს", - განაცხადა ჯაფარიძემ „პრაიმტაიმთან" საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×