რეზონანსი
31.07.2018

 (რეზონანსი) აჭარის მთავრობის სხდომები, უმეტესად, ღიად ტარდებოდა და საკითხების განხილვას მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, პირველივე სხდომა დაიხურა. ჟურნალისტები შენობის მეორე სართულზე არ აუშვეს.

atjaratv.ge - ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება რიჟვაძემ აჭარის მთავრობის რეგლამენტით ახსნა. 2008 წელს მიღებულ რეგლამენტში ვკითხულობთ: "მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ".

"მთავრობის რეგლამენტი პირდაპირ განკარგავს სხდომის საჯაროობას. რაც შეეხება მთავრობის სხდომების ფორმატს, პირველ რიგში ვაპირებთ, რომ სხდომები ინტესიურად გაიმართოს. მთავრობის სხდომის დასაწყისი იქნება ღია მედიისთვის და სხდომის შემდეგ მთავრობის წევრები გააკეთებენ განცხადებებს",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×