რეზონანსი
31.07.2018

 ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებაზე ყველანაირი სანქციის გაუქმებას ეხმიანება: 

"მე მგონი ხუმრობენ, ბოროტი ხუმრობაა და მეტი არაფერი. ეს არის მოდაში და რაც მოდაშია, იმის აღმოფხვრა რთულია. საშინლად ინანებს ამ გადაწყვეტილებას მთელი ქვეყანა. ჩემ შვილს რა ვუთხრა, ბიჭო, კარგია მარიხუანა, მოსწევ და გამოქლიავდები-მეთქი?

ევროპისგან კარგი გადმოვიღოთ, რაღა ცუდს მივადექით. ძალიან შეწუხებული ვარ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ თუ იყო ფხიზლად, ნეტავ?!" - განაცხადა ჭკუასელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×