რეზონანსი
31.07.2018

 მარიხუანას მოხმარება სრულად ლეგალური გახდა. "ნიუპოსტი" აქვეყნებს იმ პარლამენტარების ვინაობას, ვინც კითხვაზე – აქვს თუ არა მარიხუანა გასინჯული? - თავი არ აარიდა და პასუხი გასცა.

ემზარ კვიციანი: ერთხელ გავსინჯე.

რომან გოცირიძე: მუშთაიდის ბაღში, არავითარი ეფექტი არ ჰქონია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იქნებოდა პირველი და უკანასკნელი.

აკაკი ზოიძე: კი, რა თქმა უნდა.

გიორგი ვოლსკი: ბავშვობაში მომიხმარია მარიხუანა, არასრულწლოვანშიც და შემდგომ სრულწლოვან ასაკშიც.

ზაზა ხუციშვილი: კონცერტის წინ მეც გავსინჯე. კიდევ კარგი, რომ ეს კონცერტი გადავიღეთ ვიდეოზე, იმიტომ რომ სცენაზე მეგონა, რომ ჩემნაირი მუსიკოსი მსოფლიოში არ არსებობს.

ნუკრი ქანთარია: გასინჯული მაქვს. ეს მოხდა 1976 წელს მოსკოვში, აზერბაიჯანელებმა მიწილადეს, მერე ისე მოხდა, რომ ნომრის მიგნება გამიჭრდა.

ზვიად ძიძიგური: გამისინჯავს და ვიცი რა იდიოტობაც არის. 1992-93 წლებში ყველა გამოთაყვანებული დადიოდა, რადგან ყველას ჰქონდა მარიხუანა დარგული, ეწეოდნენ და ყოველდღიურად მოიხმარდნენ.

ლევან გოგიჩაიშვილი: არ მომიხმარია ძალიან დიდი ხანია. ვარ ლიბერალური მიდგომის მომხრე.

ოთარ კახიძე: დიახ, მომიწევია.

ზაზა გაბუნია: დელიკატური და რთული შეკითხვაა, ვერ ვიხსენებ.

მამუკა მდინარაძე: 2010 წელს მოვწიე მარიხუანა. მთლად კარგი იყო მეთქი ვერ გეტყვით.

გიგა ბოკერია: კი მომიხმარია.

ირაკლი სესიაშვილი: არც მახსოვს, ბოლოს როდის მოხდა ეგ.

დავით ბაქრაძე: დიახ, სტუდენტობის დროს გამისინჯავს, მაგრამ მომწონებელი და მოყვარული არ ვყოფილვარ არასდროს.

გიგი წერეთელი: დაახლოებით 27 წელია არ მომიწევია თამბაქო.

პაატა მხეიძე: არ დაგიმალავთ, სპორტული ინტერესის გამო გამისინჯავს.

სერგი კაპანაძე: კი, ახალგაზრდობაში მომიწევია.

ირაკლი აბესაძე: ძალიან ცოტაჯერ.

სერგი რატიანი: ბევრჯერ არა, თუმცა კი.

ელენე ხოშტარია: გულწრფელად რომ გითხრათ მე ღვინის მომხმარებელი უფრო ვარ ვიდრე მარიხუანასი, თუმცა კი, მომიწევია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×