რეზონანსი
31.07.2018

 (რეზონანსი) სადახლოს ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.

დამწვარია 70 ჰექტარი ფართობი, აქედან 20 საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

სამაშველო ჯგუფები ადგილზე სპეციალური ტექნიკით მისვლას ვერ ახერხებენ, რადგან ცეცხლის ახალი კერები მთა-გორიან ტერიტორიაზე გაჩნდა.

„ამ დროისთვის გვაქვს დაახლოებით 10-მდე პატარა კერები, სადაც მეხანძრე მაშველები მუშაობენ და სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 120 მეხანძრე მაშველი. 12 ავტოცისტერნა. გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ქარის ამოვარდნის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს გარკვეულ კერებზე აალება ცეცხლის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხანძარი გავრცელდება და მოედება მთელს ტერიტორიას,"-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×