რეზონანსი
31.07.2018

 (რეზონანსი) შემზარავი შემთხვევა მოხდა რუსეთში. პერმის მხარეში ფიზკულტურის მასწავლებელი 15 წლის მოსწავლეს აუპატიურებდა.

გამოძიების თანახმად, მასწავლებელმა მოსწავლეზე პირველად 2017 წლის ნოემბერში იძალადა, მაშინ როდესაც გოგონა გასახდელში მარტო იყო და ტანისამოსს იცვლიდა.

როგორც გოგონამ გამოძიებას განუცხადა, მასწავლები მას დაემუქრა, თუკი ფაქტის შესახებ სადმე იტყოდა, მოკლავდა. როგორც გაირკვა, მასწავლებელმა 15 წლის მოსწავლეზე კიდევ რამდენჯერმე იძალადა. გოგონას თქმით, რამდენიმე შემთხვევის შემდეგ ვეღარ გაძლო და კლასელს გაუმხილა, რომელიც გოგონას მშობლებთან მივიდა და საქმეში პოლიცია ჩაერთო.

მასწავლებელი დაპატიმრებულია. მას 15-წლიანი სასჯელი ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×