(რეზონანსი) ქართველი დიპლომატებისაქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ , რომლებიც თურქეთის ჩაის პლანტაციებში მუშაობენ და მათ უფლებებზე ესაუბრნენ.
თურქეთის რიზეს პროვინციაში ჩაის პლანტაციებში საქართველოს დაახლოებით 10 ათასიმოქალაქე მუშაობს, ხოლო დაახლოებით ათასი ადამიანი - ჩაის ფაბრიკებში, წერს გაზეთი„საქართველოს რესპუბლიკა".
თურქეთში დროებით მომუშავე ქართველებთან ხუთ ქარხანაში შეხვედრები გამართესსაქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. საქართველოს მოქალაქეებსაუხსნეს მათი უფლებები, სამართლებრივი მდგომარეობა და ის, თუ როგორ მიიღონ მუშაობისნებართვა.
ქართველ დიპლომატებს თან ახლდა ექიმი, რომელმაც მომუშავე ქართველებს მიაწოდადეტალური ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან ჯანმრთელობა თურქეთში მუშაობის დროს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართველები სამშობლოს ტოვებენ, უმუშევრობა და უკეთესოცხოვრების ძიებაა. უმუშევრობის დონემ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს 13,9% შეადგინა. ამასთან, უმუშევარი მეტია ქალთა შორის.
რაც შეეხება ჩაის დარგს, საქართველოში მისი წარმოება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგშეჩერდა. 2016 წელს დაიწყო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა.