რეზონანსი
31.07.2018

ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა, უკვე ოთხი საათია ფერმები, სადაც კრიპტოვალუტის გამომუშავება ხდება, გათიშულია. სამართალდამცავებმა დატა ცენტრიდან ამოიღეს მთელი ტექნიკური მოწყობილობა და მოხდა სისტემების დემონტაჟი.

კრიმინალური პოლიციის შესვლას, წინ უძღოდა შეიარაღებული თავდასხმა, მისი მფლობელი, გიორგი სოზაშვილი სროლის დროს სასერვეროში იმყოფებოდა.

ადგილიდან სამართალდამცავებმა წაიღეს ე.წ. დატა-ცენტრი, რომელიც მისი მფლობელის თქმით დაახლოებით მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე დაიწყო და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×