თამარ შუკვანი
31.07.2018

 მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ პარტია „გირჩის" ლიდერის ზურა ჯაფარიძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსები გაიზარდა და თუკი იგი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტიც გახდეს, - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს.

„ჩემი ნიუსფიდის მიხედვით, იმდენს გაეხარდა მარიხუანის ლეგალიზება, ყველამ ხმა რომ მისცეს ჯაფარას, პრეზიდენტიც გახდება," - ნათქვამია მის პოსტში.

„გირჩის" ლიდერმა საკუთარი პარტიიდან მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, ამის უფლებას კონკრეტული რეგულაცია არ აძლევს; პარტია, რომელსაც წინა არჩევნებზე რეგისტრაცია არ გაუვლია, არ აქვს უფლება საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს, მაგრამ შესაძლოა იგი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინოს.

„ახლა ვარკვევთ რეგულაციის საკითხებს და მხოლოდ ამის შემდეგ დავაყენებთ კანდიდატურას ოფიციალურად" - აღნიშნა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×