რეზონანსი
31.07.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამასთან, დეპუტატი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ უახლოეს მომავალში ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

"ყველას დიდი მადლობა მოთმინებისთვის. ჟურნალისტები არ მიწყენენ რომ ეს ერთი კვირა გადავერთე ოჯახურ საქმეზე და ერთ კვირაში კი უკვე თქვენი ვიქნები და კითხვებზე გავცემ პასუხებს ..."ცოტა კიდევ მოითმინე გულო..."- წერს სალომე ზურაბიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის. სავარაუდოდ სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნება ის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი დაუჭერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×