რეზონანსი
31.07.2018

 (რეზონანსი) თითოეული მოქალაქის ხელფასი 4-დან 5000 ლარამდე - ეს არის საქართველოს პრეზიდენტობის მსურველ ნიკოლოზ ლეკიშვილის ერთ-ერთი დაპირება მისი არჩევის შემთხვევაში. გათვლა მილიონ მოქალაქეზეა, რომლის წლიური ხარჯი 60 მილიარდ ლარს აღწევს.

ნიკოლოზ ლეკიშვილის თქმით სულ მალე საქართველოში ნამდვილი აღმშენებლობა დაიწყება და მისი სავარაუდო პერიოდი 2020-2030 წელია.

"იცით როდის მივხვდი, რომ არჩევნებში კი არა "საერთოდ ყველაფერში" შევძლებ გამარჯვებას?! თქვენი ცინიკური დამოკიდებულების მიუხედავად "არანორმალურად" დიდი გრძნობა და სიყვარული რომ მაქვს მათ შორის თქვენ მიმართაც. მიადევნეთ თვალი პროცესს - ხე ხომ ნაყოფით იცნობა.. სულ მალე, საქართველოს ნამდვილი განვითარებისა და აღმშენებლობის "წვიმა წამოვა".. მე არასდროს გამიცია ცრუ დაპირება.. სულ ცოტახანიც გავუძლოთ ამ დაცემას ყველამ ერთად.. საქართველოში, ძალიან საინტერესო თავგადასავალი იწყება.. 2020-2030 წელი - ის, სულ აქვეა.."- აღნიშნა ნიკოლოზ ლეკიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×