
დავით უსუფაშვილის თქმით, მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
"შევხვდი გიორგი მარგველაშვილს. სასარგებლო შეხვედრა იყო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ვერთვები. მიხილავთ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. გიორგი არ არის დაინტერესებული პარტიულ გრძელვადიანი საქმიანობით", - თქვა გადაცემა "რეაქციაში" უსუფაშვილმა.
გრიგოლიას შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უსუფაშვილს სანაძლეო მოუგო. შეგახსენებთ, გრიგოლია ამბობდა, რომ მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრიდა. პოლიტიკოსმა და ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ცოტა ხნის წინ დანაძლევდნენ.
"თქვენ სანაძლეო მოიგეთ, მე წავალ არჩევნებს მოვიგებ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.