რეზონანსი
31.07.2018

 გერმანიაში სადეპორტაციო ბანაკში 300 ადამიანი შიმშილობს და მათ შორის ქართველებიც. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლიცია სცემს. ერთ-ერთი მათგანის ცნობით, ბანაკში არ უშვებენ ადვოკატებს და შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა მოხდა ტერიტორიაზე.

გერმანიაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ბიურენის სადეპორტო დაწესებულებაში მოთავსებულია სამი საქართველოს მოქალაქე. მათივე ინფორმაციით არ დასტურდება დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით რაიმე სახის დაპირისპირების ფაქტი.

რაც შეეხება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, სადეპორტო დაწესებულებაში მოქალაქეების მიღებისას ხდება  შემოწმება სამედიცინო პერსონალის მხრიდან. ასეთი საჭიროება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში არ ყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×