რეზონანსი
31.07.2018

 "გუშინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიმაჩნია, რომ რაც მალე ჩამოშორდება ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც მალე ჩამოშორდება "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მართვის შესაძლებლობა, მით უკეთესი იქნება ივანიშვილისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც" - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა. 

მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და მას კატასტროფა უწოდა; "ჩემი აზრით, ეს არის კატასტროფა და ქვეყნის ისეთივე დამღუპველი გადაწყვეტილება ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, როგორც ეს პარლამენტის მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება იყო. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მე ძნელად თუ გავიხსენებ ასეთ მავნებლური, ცინიკურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×