რეზონანსი
01.08.2018

 საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ვაშაძე არის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი და მას ალტერნატივა არ ჰყავს.

"როგორც კი ის შევა პრეზიდენტის სასახლეში, ის შეძლებს მთები გადაატრიალოს და შეცვალოს ყველაფერი. ქართველი ხალხი მას აირჩევს. ვინაიდან ხალხი მას აირჩევს, ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს და იმ წამიდან, როცა ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს, მისი საქმე არის დამთავრებული. აი, როგორც ზღაპრებშია, წყვდიადი  რომ გაიბნევა და უცებ მზე ამოვა, ასევე იქნება ვაშაძის არჩევა პრეზიდენტად, ეგრევე მზე ამოვა და მთელი ეს წყვდიადის ჯოჯოები აორთქლდებიან, ჭაობი უცებ დაშრება და საქართველო შეაჩერებეს ნგრევას", - განაცხადა სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×