რეზონანსი
01.08.2018

 გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, არაქართული წარმომავლობის მამაკაცი გოგონას ქუჩიდან აედევნა, მაღაზიაში შეჰყვა, შარვალი ჩაიწია და სასქესო ორგანო რამდენჯერმე შეახო.

პირმა რომელმაც "ინფო რუსთავს" ინფორმაცია და ფოტოები მიაწოდა ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, მისი თქმით, 20 წლამდე გოგონას ქუჩიდან შემოჰყვა 40 წლამდე, ამ გოგონასთვის სავარაუდოდ უცნობი მამაკაცი. მოულოდნელად მამაკაცმა შარვალი ჩაიწია და სასქესო ორგანოთი გოგონას შეეხო. თავდაპირველად გოგონა ვერ მიხვდა რა ხდებოდა, თუმცა მამაკაცმა შეხება მეორედაც სცადა რა დროსაც მან უკვე კარგად დაინახა, რომ მამაკაცს შარვალი ჩაწეული ჰქონდა. ეს გოგონა მალევე მივიდა დედამისთან, რომელიც საპირისპირო დახლთან იყო და ტირილი დაიწყო. სწორედ ამ დროს მამაკაცმა შარვალი აიწია და მაღაზია მალევე დატოვა".

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "გამოძიებისთვის უცნობმა მამაკაცმა განიზრახა გარყვნილი ქმედების განხორციელება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 141-ე მუხლით მიმდინარეობს რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×