რეზონანსი
01.08.2018

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვ თქმით, სომხეთის ხელისუფლება ამბობს, რომ წინამორბედების პოლიტიკური მოტივებით დევნა არ სურს, თუმცა მდგომარეობა განსხვავებულია.

„რუსეთი, როგორც სომხეთის მოკავშირე, ყოველთვის იყო მისი სტაბილურობით დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, იქ არსებული ვითარება არ შეიძლება, არ გვაღელვებდეს. ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენჯერმე გადავეცით ჩვენი პოზიცია სომხეთის ხელისუფლებას” – აღნიშნა ლავროვმა.

26 ივლისს, სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” გენერალურ მდივანს, გენერალ-პოლკოვნიკ იური ხაჩატუროვს 2008 წელს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

მანამდე, სომხეთის ძალოვანმა უწყებებმა ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×