ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის მტრული აქტი ქართული გენოფონდის მიმართ.
"ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. ეს არის ქვეყნის რიგითი მოქალაქის განცხადება, რომელსაც ისევე უყვარს სამშობლო, როგორც ბევრ ჩვენთაგანს. მე ყოველთვის ვიყავი სიმართლის სამსახურში და ვიქნები, ისე როგორც მესმის.
წლების განმავლობაში გროვდებოდა ჩემში, მაგრამ გუშინ ცხადი გახდა, რომ ქართულმა სახელმწიფომ გადაკვეთა რუბიკონი, საბოლოოდ დაადასტურა რომ არის ქართველი ერის მტერი და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ბიძინასთვისვე უკეთესი იქნება რაც მალე ჩამოშორდება პოლიტიკას. მგონი ის ამის მომხრეც არის, რაღაც დონეზე, შეიძლება ქვეცნობიერ დონეზე. მეჩვენება, რომ ის ამისთვისაც აკეთებს ასეთ რაღაცებს, რომ რაღაცნაირად ჩამოიხსნას ეს პასუხისმგებლობა. ვხედავ რომ ქვეყნის მართვა არ არის ამ კაცის საქმე. ორი აზრი არ არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის მტრული აქტი ქართული გენოფონდის მიმართ. ყველა, ვინც ამას მხარს უჭერს, საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც მოღალატე", - განაცხადა ლევან ვასაძემ.