რეზონანსი
01.08.2018

 საბერძნეთი ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. მათ შორის 9 წლის ტყუპი გოგონები, ვასილიკი და სოფია პილიპოპულუები, რომელთა ტრაგედიამაც მთელი მსოფლიო შეძრა. მათ ხანძრის გაჩენის წუთებიდანვე ეძებდნენ, ბოლოს კი ბებია-ბაბუის მკლავებში გარდაცვლილები იპოვეს. გოგონები მათთან ჩახუტებულები დაიწვნენ.

გოგონების მამა ვარაუდობდა, რომ ისინი ერთ-ერთ სამაშველო გემზე იყვნენ, რომლითაც ხალხი წყლიდან ამოიყვანეს, რადგან ერთ-ერთ კადრებზე გოგონები დააფიქსირეს, თუმცა მოგვიანებით, მამამ კადრები ნახა და განაცხადა, რომ მისი შვილები არ იყვნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ისინი გარდაცვლილები იპოვეს.

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს, რის გამოც მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობენ. მედიის ცნობით, დაკარგულები არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც. დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×