საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია "გირჩის" პოზიციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება:
"ზურაბ ჯაფარიძე ამბობს გრიგოლიასთან - "თუ ადამიანი ზიანს აყენებს მხოლოდ საკუთარ თავს, მას შეუძლია მოიხმაროს ნებისმიერი ნარკოტიკი". ნებისმიერი ნარკოტიკიო, ნებისმიერიო, გაიგეთ? ესაა მიზანი. აქ მთავარი სწორედ ეს პრინციპია, რასაც უახლოეს მომავალში ლიბერასტი გაავრცელებს ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე.
თქვენ შეგიძლიათ მოიკლათ, დაიავადმყოფოთ, დაადამბლაოთ საკუთარი თავი და ეს შეესაბამება "პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას" საკონსტიტუციო სასამართლოს ხროვის აზრით...
როდესაც ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს, მას სულ ფეხებზე უნდა ეკიდოს რა შედეგებს მოუტანს ეს მისი სიცოცხლის მანძილზე და მის შემდეგ ოჯახის წევრებს, გარშემომყოფებს - მათ შორის, ბავშვებსაც...
გიხაროდენ! თქვენ უკვე დეკლარირებულად გაქვთ საკუთარი სიცოცხლის განადგურების სრული უფლება", - აღნიშნავს გამსახურდია.