,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მარიხუანის ლეგალიზებას ეხება და ამბობს, რომ მარიხუანის ექსკლუზიური ლიცენზია ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ექნება.
,,კოლორადოში, რომელიც საქართველოზე ოდნავ დიდია, მარიხუანის სრული ლეგალიზაციის პირველივე წელს 4 მილიარდი შევიდა შტატის ბიუჯეტში მხოლოდ გადასახადების და ლიცენზიების გაყიდვის გზით.
აბა, თუ იცით, ორი თვის წინ ვის ჰყავდა ჩამოყვანილი ამერიკელი კონსულტანტები ამ საკითხზე? ვისა და ბიძინას საყვარელ დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს. საუბარია ექსკლუზიურ ლიცენზიაზე, რომელიც იქნება ივანიშვილის კუთვნილი სააფთიაქო ქსელის მფლობელობში. ლიცენზიას, რაც არ უნდა ღირდეს, მიიღებს მხოლოდ ივანიშვილი (არ გაუჭირდება) და გადასახადებს ისედაც არ იხდის არც ერთ იურისდიქციაში.
ასე რომ, ივანიშვილის შემოსავალი იქნება უზარმაზარი და კოლორადოსგან განსხვავებით, საქართველოს ბიუჯეტი მიიღებს კაპიკებს სალიცენზიო მოსაკრებლის სახით. თუმცა, გადასახადებიც რომ გადაიხადოს, ექსკლუზიურობა იმხელა შემოსავალს მისცემს, 2-3 წელიწადში მეორე იმდენს დააგროვებს, რასაც ,,ფორბსი” აქამდე ასახელებს მის ქონებად.
ნამდვილი ოპიუმის ომებია ქვეყანაში გაჩაღებული თურმე".