რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ქონება არ დაუგროვებია და არც პირადი კეთილდღეობის მოწყობაზე უზრუნია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანი"-ს თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ამ წლების განმავლობაში მე ვერ ვიშოვე ქონება, ხომ ეძებეს ჩემი 19 მილიარდი, სად არის აბა? - ბევრი არაფერი არ მაბადია, პრაქტიკულად არც არაფერი, მაგრამ მაქვს ჩემი სახელი, რეპუტაცია და განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც ვითომ ჩვენ მხარეს იყო, ახლა ფული გააკეთა და ზემოდაბ ქვემოთ გვიყურებს. ჩვენ შევქმენით ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო პირადი კეთილდღეობა, რადგან ეს ჩემი მიზანი არ არის"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×