რეზონანსი
01.08.2018

 საქართველო, ქვეყანა რომლის უმთავრესი პრიორიტეტი ტურიზმია, ამ მიმართულებით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მგზავრს, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აერპორტში ჩამოფრინდა აბრაზე საქართველოს ნაცვლად დახვდა წარწერა - ჩამოსვლა თურქეთში.

„კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად კომპანია „ტავ ჯორჯიას“ დაუკავშირდა. როგორც ირკვევა, აბრა უკვე შეცვლილია, თუმცა კითხვაზე რატომ იყო წლების განმავლობაში მსგავსი წარწერა, ჯერჯერობით პასუხის ატ სცემენ.

მსგავსი ინფორმაცია სიახლე აღმოჩნდა თავად საქართველოს ტურიზმისა ეროვნულ ადმინისტრაციისთვის.

„პირველად მესმის და აქამდე არ მქონია მსგავსი ინფორმაცია. თუ ასეა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია. გაოგნებული ვარ. თუმცა დეტალურად ვერაფერს გეტყვით, რადგან არფერი ვიცი“,- აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ნაცვლად აქამდე ჩამოსულ მგზვარს წლების განმავლობაში რომ თურქეთი ესალმებოდა, ინფორმირებული არ იყო არც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×