რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი) პირველი აგვისტოდან თბილისში მოქმედ ტაქსებზე ნებართვის გაცემა დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ და საკრებულომ ტაქსების სფეროს რეგულირების წესები მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მსურველს ელექტრონულად შეუძლია ნებართვის მიღების პროცედურის გავლა.

ნებართვის მიღება შესაძლებელია რაიონულ გამგეობებშიც, სადაც თბილისის მერიიდან გამოყოფილი თანამშრომლები ნებისმიერ მსურველს ვებგვერდზე რეგისტრაციისა და საბუთის მიღების პროცედურების გავლაში დაეხმარებიან", - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ნებართვის მისაღებად, სიმბოლური თანხა დააწესა: ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის - 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის წახალისებისთვის ელექტრომობილების მფლობელები ნებართვას უფასოდ მიიღებენ. ნებართვის მისაღებად, 2-თვიანი ვადაა დაწესებული.

„მსურველებს საბუთის მიღება პირველი ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. იგი ძალაში იქნება 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე. საბუთი ნებართვის მფლობელმა უნდა ამობეჭდოს და ტაქსის სალონში თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას. ამავდროულად, მან ავტომობილის ძარაზე უნდა განათავსოს ყვითელი ტაქსის ნიშანი. პირველი ოქტომბრიდან, საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით საპატრულო პოლიციის ან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ", - განაცხადა მაია ბიძაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×