(რეზონანსი) აგვისტო წვიმიანი დღეებით დაიწყო. დღეს საქართველოს დედაქალაქში +34 გრადუსი ფიქსირდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც, ასევე ხანმოკლე წვიმებია ნავარაუდები მომდევნო დღეებშიც.
რაც შეეხება ზღვისპირეთს, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-2 აგვისტოს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა,ზოგან - ძლიერი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 - 30 გრადუსი, ღამით კი 18 - 23 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 28 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 13-18 დმ - 4 ბალი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით - ძლიერი.