პოლიტოლოგმა გია ნოდიამ „ტვ პირველის" გადაცემაში „დღის ამბები" „ქართულ ოცნებაში" არსებულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიაში შიდა პრობლემებია.
მისივე განცხადებით, რყევები ქართული ოცნების შიგნით შეიძლება უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე ჩვენ გვგონია.
ნოდია აცხადებს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება გუნდში არსებულმა პრობლემებმა გადააწყვეტინა, თუმცა მისივე ინფორმაციით, "ქართულ იცნებაში" თავად ივანიშვილის მიმართაც შეირყა ნდობა.
"აქამდე ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული აზრის გამოთქმას პრაქტიკულად არასოდეს არ ბედავდნენ ქართული ოცნების დეპუტატები...ამანაც გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. ეს სერიოზული ნიშანია პრობლემების", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
როგორც ნოდია ამბობს, ივანიშვილის მიმართ პარტიაში ნდობა შერყეულია და თვითონ ივანიშვილიც უკმაყოფილია გუნდით.
„ბიძინა ივანიშვილის მიმართაც ნდობა შეირყა ქართულ ოცნებაში. თვითონ ივანიშვილსაც ეტყობა, რომ უკამყოფილოა თავისი გუნდით. თითქოს ხუმრობით თქვა, რომ ოპოზიცია უფრო მაფასებსო, მაგრამ ეს უცნაური ხუმრობა იყო და მიანიშნა, რომ არ არ ის კმაყოფილი მისი შექმნილი მთავრობით. ამას ღიად არ ამბობს ,მაგრამ ჩანს, რაღაც შიდა პრობლემები ამ პარტიას როგორც ჩანს, აქვს",- განაცხადა ნოდიამ.