რეზონანსი
01.08.2018

„თუ დაგვჭირდება მესამე მეჩეთსაც ავაშენებთ, მეოთხესაც, მეხუთესაც, ფეხებზე მკიდია თქვენი კონსენსუსი“, – ასე უპასუხა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ტარიელ ნაკაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ქალაქში ახალი ჯამეს – მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება. 

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ასეთ განცხადებას, რაც შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს, უნდა ერიდოს ყველა.

„რას ნიშნავს „ფეხებზე მკიდია კონსენსუსი“? რას ნიშნავს მაინც აშენდება? ხელისუფლების ნებართვის გარეშე ძალით აშენდება? საქართველოში არ არის მუსლიმანური თემის დევნა, აჭარაში რომ არ წახვიდეთ, აგერ ნახეთ ქვემო ქართლი, რამე პრობლემა არის, ვინმე დევნის მუსლიმანებს? როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ აუცილებლად ამ ადგილზე უნდა აშენდეს, ეს უკვე ულტიმატუმია. ღმერთმა ნუ ქნას და თუ დაპირისპირება მოხდა, ვის რად უნდა მეჩეთი, ან იმ მეჩეთში ლოცვას რამე აზრი ექნება? ამაზე ხომ უნდა იფიქროს იმ რელიგიის წარმომადგენელმა?“, – განუცხადა "ფორ.ჯი"-ს ძაბირაძემ.

კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხი პრობლემა არის პოლიტიკურად დალაგებულ ქვეყნებშიც. ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყება, თავისთავად გამოიწვევს დაპირისპირებას და დაპირისპირებას არა ხელისუფლებასთან, არამედ მოსახლეობასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×