რეზონანსი
01.08.2018

 საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოაცხადა.

“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 28 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ამიტომ, დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

კანონის თანახმად, დღეიდან პარტიებს უფლება აქვთ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყონ.

თავად გიორგი მარგველაშვილს არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ის ამ საკითხზე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის. 

„ჩემს პირად გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული. ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც საჭიროდ ჩავთვლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×