რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი) პატრიარქს გადადგომა ბიზნესმენმა, ვანო ჩხარტიშვილმა ურჩია. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. "კურიერის" წყაროს ცნობით, ილია მეორეს ჩხარტიშვილმა გადადგომა და სახლში წასვლა, დასვენება შესთავაზა.

აღნიშნულს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში თავად ჩხარტიშვილი არ ადასტურებს.

მეუფე გრიგოლი ადასტურებს, რომ უწმინდესს მოსაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნის შემდეგ გადადგომა და სახლში წასვლა შესთავაზეს. სკანდალური განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გუშინ გააკეთა, თუმცა მან არ დააკონკრეტა, ვინ იყვნენ ის პირები, ვინც ილია მეორეს გადადგომა ურჩიეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×