მარიამ კუპატაძე
01.08.2018

 (რეზონანსი) ქართული ოცნების ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მმართველი გუნდის დახურული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, ყოფილი პრემიერი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაიცვა.

მისივე ინფორმაციით, კახა კალაძემ სიტუაციის განმუხტვა სცადა, რასაც „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დიპლომატიურ ნაბიჯს უწოდებს.

ჭიჭინაძის აზრით, შეხვედრა კვირიკაშვილს არ უნდა მოეწყო, რადგან გუნდის წევრებისთვის ეს შეურაწმყოფელი იყო.

„ჯერ ერთი როდესაც ინიშნებოდა, უმრავლესობა არ შეკრებილა და არ შეუთანხმებიათ, ეს ერთი-ერთზე გადაწყდა, ასეთ დროს, როდესაც რაღაცა ირღვევა, იქ ერთი-ერთზე უნდა მოგვარდე. როდესაც უმრავლესობის სხდომაზე გამოვიდა... ახლა რომ იძახიან, ვიღაცამ რაღაცა ხმა ამოიღო... არ ვიცი იქ სამი მინისტრი გამოვიდა, ლევან კობერიძე ადგა ერთადერთი კაცი, საშა (ალექსანდრე) ერქვანია ადგა, რომლებმაც დაიცვეს კვირიკაშვილი.

კალაძემ უბრალოდ სიტუაცია განმუხტა, საკმაოდ დიპლომატიურად მოიქცა, "ქართულმა ოცნებამ" თუ ვინმეს რამე უნდა დაუფასოს დღეს რომ დუღილი არ არის, ეს არის კალაძის დამსახურება, იმ მომენტში ყველას მისცა გამოსავალი. ისევე როგორც მეორე დღეს ჩემთვის სასიამოვნო კი არ იყო იმის თქმა, მაგრამ იქ პირობა იყო, რომ გუნდმა მითხრას წავიდესო. ესენი მაშინაც კი დუმდნენ" განაცხადა ჭიჭინაძემ გადაცემა "რეაქციაში".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×