რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი)სააკაშვილის თქმით, თაკო ჩარკვიანი გულწრფელი და ღირსეული ადამიანია, რომელიც იცავს თავის ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ის ძალიან ბედნიერია, რადგან თაკო ჩარკვიანი დიდ გაერთიანებაში შევიდა.

"თაკო ჩარკვიანი, რომელიც იყო მოწინააღმდეგე "ნაციონალური მოძრაობის" და იყო მომხრე "ქართული ოცნების", ასევე პაატა ბურჭულაძე იყო თქვენი მოწინაარმდეგე და ახლა ფაქტობრივად სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ მასთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რას ნიშნავს რომ ეს ადამიანები ახლა დგანან გრიგოლ ვაშაძის გვერდით?

მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ თაკო ჩარკვიანმა და ყველამ მონახა საშუალება, რომ ის შემოსულიყო და ჩვენ შევსულიყავით, მათ შორის ჩემი პარტიის ხალხი დიდ გაერთიანებაში. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან გულწრფელია და ამას ნამდვილად ვერ წაართმევ. ძალიან განათლებულია. კი, მას ჰქონდა სხვა შეხედულებები.

ამავე დროს ვერ წაართმევ, რომ ძალიან ნიჭიერია და ნიჭიერი ოჯახის წარმომადგენელია. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენ ყველანი ვციტირებდით ათწლეულების განმავლობაში ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებს, მოგვწონდა მისი პოლიტიკური საქმიანობები თუ არა, მაგრამ ეს დიდი პოეტი იყო.

მისი ძმა იყო ყოველთვის ჩემი საყვარელი კომპოზიტორი, მღეროდა თავისუფლებაზე. მისი სიმღერა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სიმღერაა და მიმაჩნია, რომ მართლა მაგარი კაცია მამუკა.

ასეთი ოჯახის წარმომადგენელი, ასეთი ღირსეული პიროვნება მთელი შეგნებით იცავს თავის ქვეყანას", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×