თამარ მუკბანიანი
01.08.2018

 სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, გარეული ცხოველები ლამის სახლში უვარდებიან. ბოლო რამდენიმე წელია მტაცებლებმა ტყიდან, სოფლებისკენ და საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გადაინაცვლეს.  საფრთხე არა მხოლოდ შინაურ პირუტყვს, არამედ ადმიანებსაც ემუქრება. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან დახმარებას უშედეგოდ სთხოვს.

ეკონომიკის დოქტორი ანზორ მესხიშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ მტაცებელი ცხოველები სერიოზული საფრთხეა სოფლად მცხოვრები ადამიანებისათვის და მათი მეურნეობისთვის. საკითხი არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არამედ სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს.

"სოფლებში და დაბებშიც კი ძალიან მომრავლდა გარეული ცხოველები და მათი უმრავლესობა მტაცებლებია. სოფლები ისედაც იცლება და ახლა გარეული ცხოველების შიშით ბავშვებიც ვეღარ ჩერდებიან სოფლებში.  მაღალმთიან რეგიონებში, ზაფხულში ხალხი საკუთარ კარმიდამოში ვეღარ ჩადის ამ შიშის გამო. ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, არა მხოლოდ რაიონისა და მუნიციპალიტეტების დონეზე, არამედ ცენტრალური მთავრობისგანაც. რაც მთავარია, ამ თემაში სერიოზულად უნდა იყოს ჩართული მონადირეთა კავშირი", - აცხადებს მესხიშვილი.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ 2 აგვისტოს "რეზონანსში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×