რეზონანსი
01.08.2018

 ქართულ თაფლზე იაპონიაში დიდი მოთხოვნაა. სწორედ ამომავალი მზის ქვეყნის ბაზარზე იყიდება ექსპორტირებული ქართული თაფლის 47%. იგი ასევე გადის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ყატარში, ბაჰრეინში, ერაყში, საუდის არაბეთში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში მზარდია ტენდენცია ფუტკრის ოჯახების მოშენებისა და თაფლის წარმოების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ბრენდირებული, შეფუთული თაფლი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეფუტკრეობის სათათბირო საბჭოს პირველ სხდომაზე ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე აღიარებისთვის გაწეული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის თქმით, ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე დაშვება შესაძლებლობაა და ამ შანსის გამოყენებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, გათვალისწინებულია ეკოლოგიური ასპექტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×