რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი) ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს იხსენებს და ფეისბუქის გვერდზე პოსტს ავრცელებს:

„მე უნდა ვაღიარო რომ სალომე ზურაბიშვილმა თითქმის შეძლო შეუძლებელი - ლამის დაანგრია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო 2003 და 2012 წლებშიც კი გადაურჩა წმენდასა და რეპრესიებს. მაგრამ სალომემ...

მის რეპრესიებს შეეწირა ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი დიპლომატი გიგა ბურდული. ბოლოს ბატონ გიგას სულ ერთი სამსახური ჰქონდა - გიპაში, ჩემთან კითხულობდა ლექციებს. მაგრამ ცხადია აქტიურ დიპლომატიაში დაბრუნებაზე ოცნებობდა, რაც არ ეღირსა - ჯავრისგან გული გაუსკდა.

არ დამავიწყდება როცა სალომე მოხსნეს ერთი მეგობარი ქვეყნის ელჩმა მითხრა: we were so happy, we were embracing each other." - წერს თორნიკე შარაშენიძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×