რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი) აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილთან მომავალში თანამშრომლობას? ამ კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კვირიკაშვილთან პოლიტიკურ გეგმებზე არასდროს უსაუბრია და მხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე მუშაობდნენ ერთად:

"გიორგი კვირიკაშვილთან ცხოვრებაში არასდროს მქონია პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი. კვირიკაშვილთან ვმუშაობდი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვთანამშრომლობდი იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჩვენ შეგვეძლო ერთად კონკრეტული საკითხები გაგვეკეთებინა და ქვეყნის მდგომარეობა წინ წაგვეწია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×