რეზონანსი
01.08.2018

 "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე ანტისახელმწიფოებრივია.

"ის, რომ საქართველოში პლანტაციები იყოს გაშენებული და ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს, - ეს პრაქტიკულად ლეგალიზაციას ნიშნავს. 

მოხმარებისას პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული. შესაძლებელია გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა. განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პატიმრობაც, თუ ადგილი აქვს ცალკეულ დამამძიმებელ გარემოებებს. მაგალითად, საჯარო ადგილებში მოხმარება, ან არასრულწლოვნების თანდასწრებით და ა. შ. ოქროს შუალედი უნდა იყოს მოძებნილი. არც რეპრესიული მიდგომები ამართლებს და არც მარტო ლიბერალური მიდგომები. 

დღეს ასე გამოვიდა, რომ "გირჩის" და სახელმწიფოს პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. "გირჩი" ამბობს, რომ მარიხუანას მომხმარებელი რაც მეტი იქნება მით უკეთესი. თუ სახელმწიფოც ასე ფიქრობს, ეს დამღუპველია. როგორც ჩანს სახელმწიფო და ბერა ეთანხმება "გირჩის" პოზიციას", - უთხრა კახა კუკავამ "აიპრესს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×