რეზონანსი
01.08.2018

 საფრანგეთის ქალაქ რენში ლტოლვილთა დროებითიგანთავსების ცენტრში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა. იგი ამტკიცებს, რომ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ მას მძიმე ინფექციური დაავადების დიაგნოზიდაუსვეს, თუმცა ცენტრში მისი მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და სამედიცინო პუნქტში გადაყვანაზე უარს ამბობენ.

როგორც თავშესაფრის მაძიებელი ფრანგულ მედიასთან საუბარში აცხადებს, მას ერთი ოპერაცია საფრანგეთში გაუკეთეს, თუმცა მისი მდგომარეობა გაუარესდა.

„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ჩემი მკურნალობა საქართველოში, თუმცა ასეც რომ იყოს, ეს ძალიან ძვირი დაჯდება და გადახდას ვერ შევძლებ“, – აცხადებს საქართველოს მოქალაქე.

რენის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×