რეზონანსი
01.08.2018

 ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს: "ახლა დამირეკა ნინო მიქიაშვილმა და მაცნობა, რომ ხელოვნების მუზეუმიდან უცნობი მიმართულებით გადააქვთ შეფუთული ექსპონატები. ნინომ კითხვით მიმართა ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილეს მიხეილ წერეთელს და შეეცადა გაერკვია სად მიაქვთ ნამუშევრები. წერეთელმა ჟურნალისტს წაართვა ფოტოაპარატი და დააზიანა,. გამოძახებულია პოლიცია..."

ნინო მიქიაშვილი: "პატრულს ველოდები ხელოვნების მუზეუმში. დავით ლორთქიფანიძის მოადგილემ მიხეილ წერეთელმა ჩემი კამერა ხელიდან გამომგლიჯა და გაიქცა. ათამდე ადამიანმა უყურა ამ ფაქტს".

მოგვიანებით, ნინო მიქიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "თაბუკაშვილზე, პოლიციაში გამოკითხვაზე ვარ. აქედან რომ გამოვალ, ყველაფერს დეტალურად დავწერ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×