რეზონანსი
01.08.2018

შაბათ-კვირას ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 48 გრადუსს მიაღწიოს. როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, ასეთი მაღალი სიცხე ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დაფიქსირებულა, მხოლოდ 1977 წელს იყო საბერძნეთში, მაშინაც ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუს მიაღწია. 

დიდი ბრიტანეთის ეროვნული კლიმატის საინფორმაციო ცენტრის მენეჯერის მარკ მაკარტის თქმით, მომავალში ამინდი იმდენად შეიცვლება, რომ ძლიერი სიცხე "ნორმალური ტემპერატურა იქნება".

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის მიხედვით, ასევე მაღალ ტემპერატურას ელოდებიან ევროპის დანარჩენ ნაწილშიც, საუბარია 40 გრადუს ცელსიუსზე.

ივლისში მაღალი ტემპერატურის გამო კანადასა და იაპონიაში ხალხი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×