რეზონანსი
01.08.2018

 გაუქმდება თუ არა საერთაშორისო აეროპორტი ბათუმში? საკითხზე მთავრობაში მსჯელობა დაწყებულია. ინიციატივას ადასტურებს "ქართული ოცნების" წევრი უმაღლეს საბჭოში და თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ტურისტულ ქალაქში არსებული აეროპორტის ალტერნატივად განიხილება აეროპორტის გახსნა გურიის სოფელ მერიაში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ან ქობულეთში.

"ეს იყო ინიციატივის დონეზე წინადადება. ვთვლი, რომ აეროპორტის მხარეს ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალია და სწორედ აეროპორტის არსებობის გამო ვერ ხდება მისი ათვისება. აეროპორტის გადატანის შემთხვევაში კი ექნება განვითარების პერსპექტივა. იმავდროულად განვითარდება ქობულეთიც და ბათუმიც", - განუცხადა აჭარის ტელევიზიას უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აეროპორტის გადატანაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შემდეგ მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×