რეზონანსი
01.08.2018

 კოჯრის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებმა ჩხუბის დროს ერთმანეთი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ადამიანია დაჭრილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ირაკლი ბაზერაშვილის ინფორმაციით კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსასმსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილთა ნაწილი კლინიკა "ვივა მედში", ნაწილი კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საქმეს ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია სწავლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×