როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" თავის კანდიდატს არ დაასახელებს და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ის, მართალია, ჯიუტად არ აცხადებს, იყრის თუ არა კენჭს, მაგრამ, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და იმაზე, გამარჯვების რა შანსები აქვთ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს გაესაუბრა.
"რეზონანსი": საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ეკრძალება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების მიღება, თუმცა, 21 ივნისს დამტკიცებული ჩასწორებით, დამტკიცდა 98-ე პრიმა მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს უფლებას, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დატოვების შესახებ ოფიციალური მიმართვა ექნება გაკეთებული. როგორც ოპოზიცია აცხადებს, ეს ცვლილება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილისთვის გაკეთდა, ვისაც დღეს, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს...
სოსო ცინცაძე: ეს არის არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობის დარღვევა, არამედ - საფრანგეთის კანონმდელობის დარღევაც, ვინაიდან საფრანგეთის კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს როგორც მოქალაქეობის მინიჭების, ასევე მოქალაქეობაზე უარის თქმით პროცედურას, ამიტომ განცხადების შეტანა თავისთავად, სანამ ის არ დაკამყოფილდება და არ გაივლის მთელ პროცეუდრებს, არაფერს არ ნიშნავს.
საფრანგეთში მისი ცხოვრების პერიოდს არ ვიცნობ, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი ერთი დღეც არ ყოფილა დამოუკიდებელი რიგითი მოქალაქე, ხოლო უკანასკნელ წლებში ხელისუფლების რეაქტიული მხარდამჭერია.
ამიტომ არ მესმის, რად სჭირდებოდა "ქართულ ოცნებას" ისედაც მოსახლეობის დაბალი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფერმკრთალება. ეს უკვე ტყუილზე უარესია ან უფრო "არაპროფესიული" და "არაკვალიფიციური" ტყუილია, როდესაც არც თავად "ოცნებაში", არც ხევსურეთისა და სვანეთის ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი ვერავის დააჯერებ ზურაბიშვილის "დამოუკიდებლობას".
მადლობა ღმერთს, რომ ეს უკანასკნელი საყოველთაო არჩევნებია პრეზიდენტის, თორემ დადგებოდა დრო, როდესაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში საერთოდ არ მიიღებდა მონაწილოებას მოსახლეობა, დაბალი, ნულოვანი ინტერესის გამო. კიდევ კარგი, რომ ამის შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს ბუტაფორიულ პრეზიდენტს.
"რ": "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის 15% ხმას მისცემდა "ქართული ოცნების" კანდიდატს, 10% - "ნაცმოძრაობას", 6% - მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% - ნათელაშვილს, 7% - სხვა კანდიდატს. რაზე მეტყველებს ეს ციფრები?
ს.ც: ამ მონაცემებით, 11-12% მხარს უჭერს როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლების კანდიდატს. ე.ი. გამარჯვებული კანდიდატი 11%-ის მხარდაჭრით გახდება პრეზიდენტი, რაზე მეტყველებს ეს ციფრები მაშინ, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტის პიროვნებას, იქნება ის ზურაბიშვილი, ვაშაძე, ბაქრაძე თუ ნათელაშვილი. მხოლოდ და მხოლოდ მოსახლოების ინდეფერენტულობაზე.
უკანასკნელი გამოკითხვები ცალსახად გვაჩვენებს, რომ სადღაც გაქრა ჩვენი მოსახლეობის ტრადიციული მაღალი პოლიტიკური აქტიურობა ან შეიძლება, სწორედ მოსახლეობის თვითცნობიერების ამაღლების შედეგია ასეთი დაბალი ინტერესი საერთოდ არჩევნებისადმი:
ხალხს არც ერთი პარტიის, არც ერთი ხელისუფლების აღარ სჯერა. სულ უფრო და უფრო მტკიცდება მოსახლოებაში იმის შეგნება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და არა - ხალხზე.
"რ": ამ სურათის ფონზე, გამარჯვების რა შანსები აქვთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს?
ს.ც: რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, გამარჯვების შანსი აქვს მხოლოდ "ოცნების" "დამოუკიდებელ" კანდიდატს, რომლის ზურგს უკან იდგება იგივე "ოცნების" მთელი რესურსი ასიათასიანი ბიუროკრატიით, თავისი ოჯახის წევრებითა და ნათესავებით, ფინანსური ბერკეტითა და, რასაკვირველია, გადამწყვეტი ინსტანციით - ჩვენი ცესკო-ს სახით.
"რ": ოპოზიცია აქცენტს მაინც მეორე ტურზე აუკეთებს. რამდენად დიდია მეორე ტურის ალბათობა?
ს.ც: სავარაუდოდ, ეს "დამოუკიდებელი" კანდიდატი გავა პირველივე ტურში. მეორე ტურში გამარჯვების გარანტიასთან დაკავშირებით კი ოპოზიციამ რაღაც ბავშვური ტაქტიკა გააჟღერა, რაც მეტი კანდიდატი იქნება, უკეთესია: ყველა ცოტ-ცოტა ხმას წაართმევს "ოცნების" კანდიდატს და მეორე ტურში ოპოზიციის ერთი კანდიდატი გაიმარჯვებსო. ასეთი "ტაქტიკა" კრიტიკასაც კი არ იმსახურებს, მხოლოდ მოკლე კომენტარი - "ნეტარ არის მორწმუნე!" - ბატონი გიგი უგულავას სახით