რეზონანსი
02.08.2018

 11 წლის ნიკოლოზ გუმბერიძეს „112“-ის გმირის წოდება მიენიჭა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნიკოლოზ გუმბერიძე 112-ს ბორჯომიდან დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა ქალისთვის, რომელსაც ლამპიონი დაეცა. ქალს თან ჩვილი ბავშვიც ახლდა.

"ნიკოლოზი არ დაიბნა და მიუხედავად ასეთი მძიმე შემთხვევისა, ოპერატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან განმეორებითაც დარეკა და ოპერატიულად დახმარებისა და ქალბატონის გადარჩენისთვის დიდი მადლობა გადაუხადა „112“-ს", - წერია 112-ის "ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×