რეზონანსი
02.08.2018

 რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა ევროპაში ბინადრობის საბუთის ასაღებად გაემგზავრა. ოჯახის ახლობლის თქმით, მომღერალი რუსეთიდან ევროპაში გადასახლებას აპირებს.

"ალა და გალკინი ევროპაში გაემგზავრნენ ბოლო საკითხების მოსაგვარებლად, რომ ბინადრობის უფლება მიიღონ. საბუთებისთვის აუცილებელი გახდა, რომ მთელი ოჯახი იქ ყოფილიყო, ამიტომ შვილებიც წაიყვანეს", – უამბო "დნი.რუ"-ს ოჯახის ახლობელმა.

რამდენიმე თვის წინ მომღერალმა თავის ასაკზეც ისაუბრა.

"ორგანიზმი თავისას შვრება. მიჭირს სუნთქვა, მიჭირს სიარული, მაგრამ მე ისევ ცოცხალი ვარ და ვალდებული ვარ, ვიცოცხლო ჩემი ქმრისა და პატარა შვილების გამო, – განაცხადა ალა პუგაჩოვამ რუსულ მედიასთან.

69 წლის ალას და 42 წლის გალკინის შვილები,  ელიზავეტა და ჰარი არასრულწლოვნები არიან.  ალას უფროსი შვილი ქრისტინა ორბაკაიტე კი 47 წლის არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×