რეზონანსი
02.08.2018

 მაშველები მტკვარში 20 და 25 წლის ძმებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა, მეგობრებმა კი მათი დახმარება ვერ შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა 20-მა მაშველმა ძმების პოვნა ვერ შეძლეს.

"მივედი იქ და მაშველებით იყო სავსე ის ტერიტორია, ეძებდნენ პატარა მონაკვეთში", - აცხადებს დაკარგული ძმების მამა, ედუარდ შატვაროვი.

"თავიდან რომ ჩავიდნენ, მაშინ არ იყო ძლიერ ნაკადი და მე რე უკვე წყალმა გადააგდო ნაკადთან და მერე იქიდან გაიყოლა წყალმა. 20 მაშველი იყო იქ, 2 მაშველი მარტო წყალში იყო, 15 მაშველი ზევიდან იყო და უყურებდნენ. 5 საათი ერთი და იგივე ნაპირზე დადიოდნენ, როცა სხვაგან უნდა მოეძებნათ", - აცხადებს შატვაროვების ოჯახის ახლობელი, თამუნა თანდილაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×