რეზონანსი
02.08.2018

 ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ხ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ‘ბ“ ქვეპუნქტით:

"2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ხ.კ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ა.კ.-ს მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა და შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულებით, აგრესიით აიძულებდა მას გარკვეული მოქმედების შესრულებას, შემდეგ კი დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეში დაარტყა, ყელში წაუჭირა ხელი, ძირს დააგდო და სცემა. ხ.კ.-ს ქმედებით ა.კ.-მ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო და ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა.

ასევე დადგინდა, რომ ხ.კ. მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 1 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×