რეზონანსი
02.08.2018

 თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:

„ხშირად მითქვამს და დამიწერია, რომ საქართველო მარგინალური ლიბერალიზმის ფორპოსტად არის გადაქცეული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამ კონტექსტშია განსახილველი.

მსოფლიოში არის გავლენიანი ძალები, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული ნარკოტიკების ლეგალიზაცია მთელ მსოფლიოში. საქართველო არჩეულია ამ ექსპერიმენტის პოლიგონად. ამ ძალების ავანგარდში, ცხადია, ჯორჯ სოროსი და მისი ქსელი დგას.

სწორედ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მოწვევით იმყოფებოდნენ საქართველოში "ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის" წევრები მიშელ კაზანჩიკი და პრაღის ყოფილი მერი პაველ ბემი ამა წლის 10-12 ივნისს.

ვიზიტორები ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს შეხვდნენ საქართველოში. ვფიქრობ, სწორედ მათი ვიზიტი იყო დიდწილად საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გაუგონარი გადაწყვეტილების ინსპირატორი.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×