რეზონანსი
02.08.2018

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება:

"როგორც ვხედავთ, პრეზიდენტობის კანდიდატების მაქსიმალური რეიტინგია 12%, რაც ნორმალური კამპანიის პირობებში საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მიღწევადია. ამიტომ, სავსებით შესაძლებელი და ვფიქრობ უფრო სამართლიანი იქნება, 28 ოქტომბერს არჩევნები კი არ ჩავატაროთ, ლატარია გავათამაშოთ. ჩემი აზრით ერთი 100 000 ამბიციური ადამიანი მოიძებნება საქართველოში, რომელიც 1000-ლარიან ბილეთს შეიძენს. ვისაც ფული არა აქვს, საპრეზიდენტო სამომხმარებლო კრედიტს აიღებს ბანკში, შემდგომი მოხმარების იმედით.

28-ში დავატრიალებთ ბორბალს და ავირჩევთ პრეზიდენტს. შემოსული 100 მილიონი ლარი სავსებით საკმარისი იქნება 6 წელი პრეზიდენტობანას სათამაშოდ. გაფუჭებით მაინც ვერაფერს გააფუჭებს, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით", - აღნიშნავს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×